ჩანთები შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან.
- Nassia
- Aug 26, 2019
- 2 min read

ესეც ასე, მალე დაიწყება სექტემბერი და ზაფხულის მიწურულს დროა გარდერობის განახლებაზე ვიზრუნოთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის შემოდგომა ახალი ცხოვრების დასაწყისია, ახალი სამსახურის, ახალი ურთიერთობების, გამოცდილების და რაც ყველაზე მთავარია მშვენიერი დროა ახალი აქსესუარების შესაძენად. სწორედ ამიტომ მე დღეს ვისაუბრებ ჩანთებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები შემოდგომა/ზამთრისთვის გვთავაზობენ. ეს ჩანთები შევარჩიე მათთვის ვინც მუშაობს, ყოველდღიურად უწევს სახლიდან დიდი ხნით გასვლა, ვინც სწავლობს სკოლაში ან უნივერსიტეტში. მათი მოცულობა დიდია შესაბამისად ისინი ყოველდღიურობისთვის ნამდვილად გამოსადეგია. მათში ადვილად მოთავსდება ნებისმიერი წიგნი, საქაღალდე თუ სხვ. ამიტომ ამ სტატიაში, სწორედ ასეთი სტილის ჩანთებს წარმოგიდნენთ. თუმცა გაითვალისწინეთ მე არ გითითებთ მხოლოდ ამ ბრენდების არსებობაზე და მათი ყიდვის აუცილებლობაზე. მე მინდა გაეცნოთ ტრენდებს და ისინი ნებისმიერ ბრენდში მოძებნოთ, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია თქვენთვის, ან იქნებ სულაც თქვენ თვითონ შექმნათ.
1. Miu Miu.
როგორც ხედავთ Miu Miu-ს ჩანთებს ნამდვილად დიდი ტევადობა აქვს. ამიტომ გაითვალისწინეთ მისი სილუეტი, დახვეწილობა, პრინტები და ფერთა შეხამება.
2. Alexander Mcqueen
Alexander Mcqueen-ის ჩანთის დეტალები მაგალითია იმის თუ რამდენად დიდი ყურადღება ექცევა ჩანთის სახელურის შეერთებას. ამ სეზონზე ასეთი დეტალი ძალიან გავრცელებულია. მან ქართულ ბრენდებზეც იქონია გავლენა.
3. Giambattista Valli
ამ სტილის ჩანთას გირჩევთ მათ, ვისაც სამსახურში კლასიკურად გაცვიათ, ასევე გიწევთ საქმიან შეხვედრებზე ხშირად სიარული, რადგან მისი ფორმები და ფერები თქვენს დახვეწილობას, სინაზეს და ქალურობას უსვამს ხაზს.
3. Loewe
Loewe-ის 3 სხვადასხვა ფორმის მაგრამ ერთნაირი ხასიათის მქონე ჩანთები ძალიან მოგიხდებათ მათ, ვისაც თავისუფალი სტილი გიყვართ. მინდა აღვნიშნო რომ ეს სილუიეტები საკმაოდ ახალგაზრდულია.
4. Cristian Dior
რა შემიძლია დიორზე ვთქვა... მისი ნებისმიერი ფორმა თუ დეტალი გასათვალისწინებელია. უცხო, გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი.
3. Giorgio Armani
ჩვენს ქალურ სამყაროში მამაკაცებიც უნდა შემოვუშვათ, რადგან მათ არანაკლებ უყვართ ჩაცმა, აქსესუარები და ბრენდები. მამაკაცებო არმანის ეს ფორმები და დეტალები ნამდვილად უნდა გახადოთ თქვენი ცხოვრების ნაწილი.
5. Versace
Versace ყოველთვის ამტკიცებს, რომ სუსხიან ამინდში და რუხი ფერის ცის ფონზეც კი შეიძლება საკამოდ ხალისიანი იყო. ამას კი ასეთი საოცარი ფერებით თუ მოახერხებთ. და როგორც ვატყობ მეტი ფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
5. Marni
ჩემი აზრით, Marni-ს ეს ჩანთები განსხვავებული და კრეატიული გოგოებისთვის არის. ისეთებისთვის ვინც ყოველთვის მოახერხებენ მათ დაჭერას ნებისმიერ სტილზე.
6. Roksanda
მათ ვისაც მოგწონთ სადა და დახვეწილი სტილი შეიგიძლიათ მაგალითად აიღოთ Roksanda-ს ეს მოდელები, რადგან დარწმუნებული ვარ ასეთი სილუიეტი და ფერები თქვენს სინაზეს გაუსვამს ხაზს.
8. Burberry
ჩემი აზრით, Burberry-ის ჩანთები საკმაოდ სახასიათოა, თუ კი თქვენ ასეთ ფერებზე და სილუეტზე გააკეთებთ აქცენტს, მაშინ ის ძალიან მტკიცე და ძლიერ იერს შეგძენთ.
იმედი მაქვს მოგეწონათ ჩანთები, თუმცა გაითვალისწინეთ იმასათვის, რომ იყოთ მოდურები არ არის საჭირო ატაროთ ბრენდი. მთავარია ტრენდებს არ ჩამორჩეთ. და რა იგულისხმება ტრენდში? სწორედ ეს ფორმები, სილიუეტები, დეტალები და ფერები. გისურვებთ ახალი ეტაპის დაწყებას, ახალი აქსესუარებით. სიყვარულით ნასსია.
Comments