ქართველი ვიზაჟისტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ
- Nassia
- Jul 9, 2019
- 4 min read
Updated: Jul 29, 2019

დღევანდელი თემა ეხება ვიზაჟისტებს, რომლებიც დიდი სიყვარულით სარგებლობენ სოც. ქსელებში. მოგეხსენებათ სოც. ქსელები ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ, ამიტომ სად გადავაწყდებოდი მათ თუ არა Fb და instagram გვერდების "ფიდზე".
ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული, საინტერესო და მიზანდასახული გოგოები არიან. სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე მათთან ჩამეწერა ინტერვიუ.
ჩემი პირველი რესპოდენტი თინა შალიკაშვილია. მას ინსტაგრამზე 10 100 გამომწერი ჰყავს. გარდა მაკიაჟისა ის ასევე აკეთებს გრიმებს, რომლებიც სასწაულად გამოსდის, და როგორც მე გავარკვიე, ასევე არაჩვეულებრივი კულინარია.

– თინა, პირველ რიგში გვითხარი, როდის მიხვდი, რომ ვიზაჟისტობა შენი პროფესიაა?
– "მაკიაჟი მიყვარს, რაც თავი მახსოვს იქიდან. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი თოჯინა, რომ ვიყიდე, რომელსაც მხოლოდ თავი ჰქონდა და მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა.(სხვათაშორის დღემდე მაქვს შენახული) პროფესიად კი 5 წლის წინ ვაქციე. და 5 წელია უკვე ამ სფეროში ვმუშაობ".
– შეგიძლია გვითხრა რა არ მოგწონს პრეტენზიულ მომხმარებლებში და რას შეცვლიდი მათში?
–" სამწუხაროდ ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა მაკიაჟის შესახებ. ყველას ჰგონია. რომ მაკიაჟმა უნდა გარდაქმნას, ხშირად ფიქრობენ, რომ რადგან თანხას იხდიან ყველაფერი ერთბაშად უნდა გაიკეთონ, რეალურად ეგ ასე არ არის. ხშირად მინიმალური მაკიაჟი ბევრად ეფექტურია ვიდრე გადამეტებული. როცა არ გენდობიან ეგეც პრობლემაა. თუმცა საბოლოო ჯამში ის დამკვეთია და შენ შემსრულებელი და ყველა პრეტენზია ღიმილით უნდა აიტანო".
–იქნებ გაიხსენო სასაცილო მომენტი, რომელიც მუშაობის პროცესში გადაგხდა.
– "ერთხელ არ ჩამოვიდა დიჯეი ერთ-ერთ ღონისძიებაზე და საჭირო გახდა მისი კლონის გაკეთება. ყველაზე სახალისო ის იყო, რომ არავის არ გაუგია სიმართლე ისე ჩატარდა კონცერტი".
–ყველაზე მეტად ვისთვის ისურვებდი მაკიაჟის გაკეთბას?
– "ესე არასოდეს მიფიქრია, თუმცა მჯერა ერთ დღეს აუცილებლად მეყოლება რომელიმე ძალიან ცნობილი სტუმარი".
–გვითხარი ვინ ან რა არის შენი ინსპირაციის წყარო?
– "ინსპირაციის წყარო არის საკუთარი თავი შრომის პროცესში ყველაზე მთავარი განვითარებისთვის მუშაობაა. ზუსტად ამ დროს ვფიქრობ, რომ ვარ საკუთარი თავისთვის მაგალითი. რაც შეეხება სხვებს, ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და თვალს სიამოვნებით ვადევნებ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანზე არ ვარ ჩაციკლული".
–რას აკეთებ თვისუფალ დროს?
– "თავისუფალ დროს როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო მეგობრებთან ერთად ვარ. გარდა ამისა ვსწავლობ ფოტოგრაფიას. თუ ძალიან ბევრი დრო მაქვს, რაც თითქმის არასოდეს არ ხდება გრიმებს ვაკეთებ".
–იქნებ გაგვანდო შენი სამომავლო გეგმები.
– "ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლა"
–რას ურჩევდი დამწყებ ვიზაჟისტებს?
– "პირველ რიგში ყველაზე კარგი იქნება, რომ იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე, ბევრი იმუშაონ თუნდაც ანაზღაურების გარეშე. იმუშაონ საკუთარ სოციალურ ქსელებზე, არასოდეს ესაუბრონ უხეშად მომხმარებლებს სულ პოზიტიური განწყობა ჰქონდეთ".
–და ბოლოს, რას ფიქრობ, როგორი მაკიაჟი მომიხდებოდა მე?
– "ალბათ ძალიან სადა, ღია ფერებში. მაქსიმალურად ნატურალური, ზაფხულური და ნათელი"
მადლობა თინას ასეთი ინტერვიუსა და რჩევებისათვის.
ჩემი შემდეგი რესპოდენტია ანი ხავთასი. მე ის ინსტაგრამზე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. მინდა აღვნიშნო, რომ ის მუდმივად ზრუნავს უამრავი გოგონას გაბედნიერებაზე. ანის ინსტაგრამზე დაახლოებით 6 000 გამომწერი ჰყავს და მჯერა, რომ ის მალე მიაღწევს უფრო დიდ წარმატებებს და მისი გამომწერების რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება. ვნახოთ რა გვიპასუხა მან შეკითხვებზე.

–ანი როდის გადაწყვიტე, რომ გამხდარიყავი ვიზაჟისტი?
– "რომ ვთქვა ეს პროფესია დიდი ხნის წინ მტკიცედ გადაწყვეტილი მქონდა მეთქი, მოვიტყუები. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ხომ არსებობს შინაგანი ხმა და აი ამ ხმის, ბევრი ინსპირაციისა და დიდი სურვილის ფონზე წელიწადნახევარია ჩემი ჰობი მაკიაჟის კეთება პროფესიად ვაქციე და ეს ის საქმეა, რასაც არასდროს ვუღალატებ".
–იქნებ მოგვიყვე პრეტენზიულ მომხმარებლებზე, რა არ მოგწონს და რას შეცვლიდი მათში?
– "ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. პრეტენზიას ვერ დავარქმევდი თუმცა ყველაზე მეტად იმ დროს ვიძაბები, როდესაც მოდელის ან ცნობილი ადამიანის მაკიაჟს მანახებენ. არ მინდა ტყუილი წარმოდგენები შეექმნათ ჩემს შესაძლებლობებზე, ამიტომ თავიდანვე ვთანხმდებით რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ფიზიოლოგიაც სხვადასხვა გვაქვს. ვაკეთებ ესეთ მაკიაჟებსაც რა თქმა უნდა, თუმცა, მირჩევნია მენდობოდნენ მე და ენდობოდნენ ჩემს ხედვასა და ფუნჯს!".
–შეგიძლია გაიხსენო რაიმე სახალისო მომენტი, რაც მუშაობის პროცესში გადაგხდა?
– "ყველაზე სასაცილო ის იყო ყველა ფუნჯი რომ ერთდროულად გავრეცხე და იმის გამო რომ ზამთარი იყო, ვერ მოასწრო გაშრობა და მეორე დილით ჩაწერილი მომხმარებელთან რადიატორზე გამშრალი ფუნჯებით მუშაობა მომიწია".
–ვინ ან რა არის შენი ინსპირაციის წყარო?
– "სხვათაშორის ესე კონკრეტულად არავინ არ არის ჩემი ინსპირაციის წყარო. ვფიქრობ რაღაც საქმე თუ გიყვარს და გეხერხება შეიძლება ახალი დიორის ტუჩსაცხი იყოს შენი ინსპირაციის წყარო ან თუნდაც ქუჩაში ნანახი ლამაზი გოგონა კიდევ უფრო ლამაზი მაკიაჟით. რატომაც არა? ყველა კუთხეში შეიძლება იყოს მოტივაცია და ინსპირაცია".
–არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, ვისთვისაც ძალიან გინდა მაკიაჟის გაკეთება? – მაკა ასათიანი მომწონს ძალიან და მინდა რაიმე ექსპერიმენტი ვცადო მის სახეზე! თუმცა ყოველი ახალი სახე ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მუზაც მაშინვე ჩნდება". –ანი შენ გყავს ოჯახი, გვითხარი გრჩება თუ არა საკმარისი დრო მათთან ყოფნისთვის? – "რათქმაუნდა! პირველ რიგში ოჯახი და შემდეგ სხვა დანარჩენი. ყველაფერში არსებობს ბალანსი, საქმის გამო ოჯახს საკმარისზე ნაკლებ ყურადღებას ვერ დავუთმობ მაგრამ ანალოგიურად არის საქმეშიც. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება რომ ვიყო წარმატებული ყველანაირი სტრესის გარეშე, მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი საქმიანობა". –შენგან ყოველთვის ველით უამრავ გათამაშებას და ყოველთვის აბედნიერებ გოგონებს, მოგვიყევი სამომავლო გეგმებზე, კიდევ რას უნდა ველოდეთ შენგან? – "ძალიან ბევრი გეგმა მაქვს წინ, მინდა რომ ჩემი გამომწერები სულ განებივრებული მყავდეს არაერთი გათამაშებით. ვერაფერს დავაანონსებ თუმცა დიდი გათამაშებები წინ არის!" –რას ურჩევ დამწყებ ვიზაჟისტებს? – "ვურჩევ რომ მუდმივად ისწავლონ! ეს დაეხმარებათ იმაში რომ იპოვონ საკუთარი თავი და იმაშიც რომ ფეხი აუწყონ სიახლეებსა და ტენდენციებს, რაც დღესდღეისობით ამ საქმეში უმთავრესია". –ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობ, როგორი მაკიაჟი მომიხდებოდა მე? – მაქსიმალურად ბუნებრივი!! ისეთი, როგორიც შენს სილამაზეს და განსხვავებულ გარეგნობას გაუსვამს ხაზს!
როგორც აღმოჩნდა გოგონები ფიქრობენ, რომ მე ბუნებრივი, ნაზი და სადა მაკიაჟი მომიხდება და იმედი მაქვს აუცლებლად მივალ მათთან, რათა ვნახო შედეგი. მე პირადად ნაკლებად ვიყენებ მაკიაჟს ამიტომ ჩემი გემოვნება მათსას დაემთხვა. თინას და ანის ვუსრვებ წარმატებებს.
გოგონების ნამუშევრების სანახავად გადადით ლინკზე ანის ინსტაგრამ გვერდი : https://www.instagram.com/anixavtasii/?igshid=vzmk0gc52pcz&fbclid=IwAR1JR166tXVgD_r-Rj89CErFoC8GubqeF1XWUGXP0sW18tJ1YkfKWrcD544 თინას ინსტაგრამ გვერდი : https://www.instagram.com/makeupbytinnash/?igshid=viixhls3inw8&fbclid=IwAR399pmnPBXBB5oEQrnCpRJBjItCuoGDiyB9I9_OcudEpFN3S8u_0nJi_V0
Comments