top of page

Mercdes-Benz Fashion Week Tbilisi A/W 2019-20 - BLIKVANGER

მოგეხსენებათ მოდის კვირეული დღეს დასრულდა, ამიტომ მე ეტაპობრივად დავდებ სტატიებს ბრენდებზე, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშ ასე ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი ბრენდი წლევანდელი ჩვენებებიდან გახდა BLIKVANGER-ი.

Blikvanger-ი ეს არის ქართული ბრენდი, დიზაინერები – ანკა ოდიშელიძე და ანი ცინცქილაძე. ბრენდში შექმნილი ყველა ნამუშევარი არის შთაგონებული ადამიანებით, ბუნებით, ხელოვნებით, არქიტექტურითა და მუსიკით. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა სტილი.

ბრენდი ჩვენებაზე წარსდგა 3 მაისს. გამოსვლამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მას ნამდვილად ეტყობოდა პროფესიონალების ხელი. დიზაინერება მიაღწიეს უამრავ წარმატებას და ამ სფეროში მიღებული აქვთ დიდი გამოცდილება.

BLIKVANGER–ი როგორც ყოველთვის ფერად, ხალისიან და სიცოცხლით აღსავსე კოლექციას გვთვაზობს. ვნახოთ რა წარმოგვიდგინეს წელს.


ფერთა თამაში ბრენდისთვის დამახასიათბელია, ასევე საინტერესოა ლუქის, როგორც მთლიანი, ასევე დეტალური კომპოზიცია, სხვადასხვა ფაქტურების, ტექსტურისა და ფერების გადანაწილება.

ფერის, ფორმისა და ხაზის აქცენტები BLIKVANGER-ს უფრო მეტ შემოქმედებითობას ანიჭებს. კოლექცია კარგად ჩამოყალიბებული და სწორად გააზრებულია.

ასეთი გეომეტრიული ფორმები ხალისიანსა და ცოცხალს ხდის კოლექციას. ხაზებისა და ფორმების სინთეზი საკმაოდ ესთეტიურად არის შესრულებული.

თუ კი ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილთაგან გავაერთიანებთ მივიღებთ კომპოზიციას, სადაც აჟურული და გეომეტრიული ფორმები, აქცენტები, ფაქტურები და ტექსტურები გაერთიანდება, შედეგს კი თქვენც ხედავთ, იგი საკმაოდ საიტერესო, ცოცხალი და ამავე დროს დახვეწილია.

ფერთა პალიტრაში ლურჯი ყველაზე ხშირად არის გამოყენებული, ნარინჯისფერი და ყვითელი კი ზამთრის სუსხს ნამდვილად გაანეიტრალებს და გაათბობს. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ჩატარებული ჩვენებებიდან ძალიან ცოტა ბრენდს ჰქონდა წარმოდგენილი კოლექცია, რომელიც ნამდვილად ემთხვეოდა შემოდგომა/ზამთრის თემას.

და ბოლოს გთავაზობთ ვიდეოს ჩვენებიდან



იმედი მაქვს მოგეწონათ სტატია. თვალი ადევნეთ საიტს და ჩემს Facebook და Instagram გვერდებს. მადლობა ყურადღებისთვის, სიყვარულით ნასსია.

https://www.facebook.com/BlikvangerBrand/ – BLIKVANGER–ის ოფიციალური FB გვერდი. http://www.mbfashionweektbilisi.com/ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ოფიციალური საიტი

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page