top of page

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – დღე პირველი. ნაწილი 1 (2/5/19)

როგორც მოგეხსენებათ მოდის კვირეული დაიწყო 2 მაისს. მე ყოველდღიურად გავაკეთებ მოკლე მიმოხილვებს და შევაფასებ ჩვენებებს. მოგიყვებით რა მოეწონათ სტუმრებს და არა. მოკლედ დავიწყოთ პირველი დღის განხილვა. წლევანდელი მოდის კვირეული გახსნა Irma De Flore -მა მწერალთა სახლში, სადაც მოეწყო პერფომანსები. მაყურებლისთვის არაჩვეულებრივი სანახაობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და სოციალურ ქსელებშიც მარტივად აიტაცეს. მისი კოლექცია ძალიან ჰაეროვანი, ნაზი და მომხიბვლელია, იგი ხაზს უსვამს ქალის სულსა და ბუნებას.


შემდეგი ჩვენება ეკუთვნოდა TATUNA–ს, რომელმაც საკმაოდ განსხვვებულად და ორიგინალურად წარმოგვიდგინა მისი კოლექცია, სტამბაში. ოთახი სადაც თავს იყრიდა სინაზე და ორიგინალურობა ყველასათვის დასამახსოვრებელი გახდა.



წყნარი მუსიკა და სასიამოვნო გარემო TATUNA–გან.


შემდეგი ჩვენება ჩატარდა ისევ სტამბაში, საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში, სადაც დაგვხვდა მოულოდნელი გარემო LTFR-ის ორიგინალურობას საზღვარი არ აქვს. ჩვენებაზე მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ მოდელებმა, არამედ მასში თავმოყრილი იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სიმაღლისა თუ სიგანის ადამიენები. რითიც ხალისიანი და საინტერესო გახადეს მსვლელობა.

ჩვენება ხდებოდა ქართულ მუსიკებზე. თითოეულმა მოდელმა წარმოადგინა საკუთარი თავი, მათ ყველამ თვისებურად მოირგეს "ლუქი" და გამოხატეს იგი.


ასე დამთავრდა სტამბაში მოდის კვირეული და გადავინაცვლეთ სახვითი ხელოვნების მუზეუმში, თუ რა მოხდა იქ ამას სტატიის მეორე ნაწილიდან შეიტყობთ. დროებით, სიყვარულით ნასსია.


Comments


Post: Blog2_Post
bottom of page