top of page

MOSCHINO 2020 Spring/Summer


მოდის კვირეული ნამდვილი დღესასწაულია, მათთვის ვისაც ძალიან უყვარს ეს სფერო, ტანსაცმელი, აქსესუარები, ბრენდები და ა.შ. მოგეხსენებათ ახლა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები და მასში ჩართულები არიან მაღალი დონის ბრენდები: Versace, Oscar de la Renta, Dior, Channel, Moschino, Blumarine, Prada და სხვა უამრავი ბრენდი.

თითოეული ბრენდის ჩვენება საკმაოდ სახასიათო და დასამახსოვრებელი იყო თუმცა დღეს მე მინდა ვისაუბრო Moschino-ზე.

Moschino–მ 2020 წლისთვის წარმოგვიდგინა კოლექცია, რომლის ინსპირაციის წყარო იყო კუბიზმი, კერძოდ პაბლო პიკასოს შემოქმედება.


კუბიზმა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იქონია დიდი გავლენა და მოახდინა გადატრიალება მოდაში. მას შემდეგ ეს მიმდინარეობა ხშირად ხდება უამრავი ბრენდისა და დიზაინერის ინსპირაციის წყარო.


Moschino როგორც ყოველთვის საკმაოდ ფერადი, ორიგინალური და ამავედროს დახვეწეილი ლუქებით გამოირჩევა, ღონისძიება მილანში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენთვის ყველაზე ცნობილმა და საყვარელმა მოდელებმა.






Moschino-ს ინსტაგრამ გვერდი – https://www.instagram.com/moschino/

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page