"კოაჩელა" ფესტივალი, სადაც სტილს ეძლევა უსაზღვრო თავისუფლება.
- Nassia
- Apr 17, 2019
- 1 min read

''კოაჩელა ველის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალია", იგი ყოველწლიურად ტარდება კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში (კოაჩელას ველზე). ის დაარსდა 1999 წელს და ამ დრომდე ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ფესტივლად. მართალია მისი დანიშნულება მუსიკა და ხელოვნებაა, თუმცა მან დიდი გასაქანი მისცა მოდას. იგი უამრავი ადამიანის ინსპირაცია გახდა. ფესტივალზე თავს იყრიან სელებრითები, მოდელები, ბლოგერები. თითოეული ყოველ დღიურად წარმოაჩენს საკუთარ სტილს, მასში გამოკვეთილ ხასიათსა და სურვილებს.
. მზე, სითბო ფერები ეს ყველაფერი ხალიასიანს ხდის ფესტივალს და რაც ყველაზე მთვარია "ფეშენისტებს" საშუალება ეძლევათ გამოავლინონ საკუთრი გემოვნება. მოდი გადავხედოთ მათ გასაოცარ ლუქებს.
ჩვენ აქ ვხედავთ "ფეშენ ბლოგერებს" მათი სტილის ძირითად ნაწილს შეადგენს კოვბოის ფეხსაცმელი, გამჭვირვალე ტანისამოსი, ტოპები, შორტები და სხვ. ტანსაცმელთან ერთად ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაკიაჟი და აქსესუარები.
კოაჩელა საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რომ გამოიყურებოდე მოდურად, თავისუფლად და ამავე დროს იხალისო და გაერთო მეგობრებთან ერთად.
ზოგადად ფესტივალი და მისი გარემო იძლევა წყაროს "ფეშენ" და "არტ" ფოტო ინსპირაციისთვის, ასეთ ფოტოებს ადვილად იტაცებს საზოგადოება.
არ არის გასაკვირი, რომ კოაჩელას "ლუქები" ყოველღიურ ცხოვრებაშიც გადმოვიდეს. ამიტომ არ ჩამორჩეთ მოდას.
მე ყველას გისურვებთ მომავალი წლისთვის "კოაჩელაზე" მოხვედრას. საბედნიეროდ საქართველოშიც გვეძლევა შანსი მოვხვდეთ ფესტივალზე, ველზე, სადაც თავისუფლად შევძლებთ დროის გატარებას. Tbilisi Open Air/AlterVision –ი არის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი კავკასიაში. მე დარწმუნებული ვარ ასეთი ლუქებისთვისაც მოიძებნება ადგილი ამ ფესტივალზე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს პოსტი გახდება თქვენი ინსპირაციის წყარო.
https://live.coachella.com/ – "კოაჩელას" ოფიციალური ვებ–გვერდი
https://www.tbilisiopenair.ge/ - "თბილისი ოფენ ეარის" ოფიციალური ვებ–გვერდი
Comments