გაზაფხული–ზაფხულის 2019 წლის ტრენდები
- Nassia
- Apr 13, 2019
- 2 min read
დღეს–დღეობით ძალიან მარტივი და სწრაფი გახდა ინფორმაციის მიღება ინტრერნეტისა და სოციალური ქსელების დახმარებით. სწორედ ასე ვრცელდება მოდა და ტრენდებიც, ისინი ისე უეცრად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ ერთი შეხედვით რთულია მათი აღქმა. თუ თქვენ მიყვებით Fashion blogger-ებს მაშინ ძალიან გაგიმართლათ, მათი დახმარებით არასდროს არ ჩამორჩებით მოდას. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოდა არ იბადება მხოლოდ პოდიუმზე , იგი იბადება ქუჩაში და სოციალურ ქსელებში. მაშ ასე რა არის ტრენდული 2019 წელს? რას ატარებენ ბლოგერები? ამ და სხვა კითხვებისთვის პასუხები შეგიძლიან იხილოთ აქ.
და აი როგორც იქნა დათბა საქართველოში, მზის გამოსვლის თანავე ჩემი პირველი კითხვა იყო "რა ჩავიცვა?" დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა ბევრ თქვენგანს აწუხებს. ვნახოთ რას იცვამენ ჩვენი "ფეშენისტები"

წელს ტრენდულია ეგრეთ წოდებული "Bike shorts" , სრული კონტრასტია შორტსა და პიჯაკში, სპორტულისა და კლასიკურის შერწყმა უჩვეულო აღარ არის, ეს კომპოზიცია ნამდვილად ეფექტური და ამყოლია, რამოდენიმე დღის წინ ვიხილე ასეთივე კომპოზიცია თბილისის ქუჩებში, რაც ძალიან მახარებს.
"ცხოველის ინსტიქტები" – მოგეხსენებათ წელს ასევე ტრენდულია ცხოველის პრინტები, საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა ის უკვე მეორე სეზონია, რაც მოდაშია, ძირითადად ლეოპარდისა და გველის პრინტები ამშვენებს ტანისამოსებსა და ფეხსაცმელებს.
გავაგრძელოთ პრინტების თემა, კუბოკრულმა პრინტმაც საკმაოდ დიდიხანია დაიმკვიდრა ტრენდად ყოფნა, იგი ნებისმიერ სეზონს უხდება, ზამთრის სუსხ ამინდს ათბობდა და სიხალისეს სძენდა, როგორც ჩანს იგი ყველასათვის საყვარელი გახდა და თბილ ამინდებშიც კი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
ფერები ჩვენში დიდ აღტაცებას იწვევს, რა არის გაზაფხული მათ გარეშე? ლავანდისფერმა დაიმკვიდრა ადგილი 2019 წლის ტრენდებს შორის. იგი ისეთივე ნაზია, როგორც გაზაფხული, ნებისმიერ ქალს თავს აგრძნობინეს ჰაეროვანად.
ჩვენში აღტაცებას იწვევენ არა მარტო ფერები და პრინტები, არამედ ფორმებიც. ფორმაც კომპოზიციის შემადგენელი ნაწილია და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი კონპონენტი. წლევანდელი ტრენდული ფორმაა მაღალი, განიერი მხრები. იგი 80–იანი წლებიდან ამშვენებდა ბლუზებსა და კაბებს. "ოვერსაიზი" სილუეტი წელს მოდაშია, ამიტომ არ ჩამორჩეთ მას – მოდა ბრუნავს.
და ბოლოს აქსესუარები, რომლებმაც დაიპყრეს წლევანდელი მოდა. თმის აქსესუარები ყველასათვის საყვარელი გახდა, ისინი გაიგივებულია ჩვენს ბავშვობასთან დიდ წკაპუნა თმისამაგრებთან. იგი ძალიან ალამაზებს თმას, ვარცხნილობას ხდის უფრო მიმზიდველსა და თვალის მომჭრელს.
მათ ჩემი გულიც დაიპყრეს, ყოველღიურ ცხოვრებაში ნამდვილად ეკუთვნით ადგილი

იყავით მოდურები და თვალისმომჭრელები, გამომიგზავნეთ შეკითხვები და სურვილები რა თემაზე გსურთ შემდეგში საუბარი.
Fashion With Nassia
Comments