top of page

სილამაზის საიდუმლო ანი ხავთასისგან.


გოგონებო დამეთანხმებით ყველას გვაინტერესებს სილამაზის საუდომლოებები, ხრიკები და რჩვები ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისგან. ანი ხავთასი არის ერთ–ერთი ქართველი ინფლუენსერი, რომელიც ძალიან ბევრი გოგონას სილამაზეზე ზრუნავს და არა მხოლოდ სილამაზეზე. ანის ინსტაგრამ გვერდზე თქვენ ხშირად იხილავთ უამრავ გათამაშებას. იგი შანს აძლევს ყველას, ვისაც სურს, რომ მცირედით მაინც გაილამაზოს ცხოვრება. გადაცემა "ინფლუენსერმა" დიდიხანია მოიცვა ჩვენი სოციალური ქსელები და უკვე ძალიან ბევრი ბლოგერი თუ ინფლუენსერი აღმოაჩინა. ანი ხავთასიც სწორედ ერთ–ერთი მათგანია.

როდესაც ვიწყებთ ჩვენი სახის კანზე ან თმაზე ზრუნვას, ვაწყდებით პრობლემებს და ვცდილობთ მივიღოთ რჩევები უფრო მეტად გამოცდილი ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რუბრიკას "სილამაზის საიდუმლო"–ს სხვადასხვა პროფესიონალებისგან.


ანის რჩევას თუ გავითვალისწინებთ არასოდეს არ უნდა გამოვტოვოთ რუტინა, ეს არის ოქროს წესი. ის ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის რომ რაიმე შედეგს მივაღწიოთ. – "დაიბანე + დაიტენიანე X2". ეს არის ცხოვრებისეული ფორმულა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ვრცელი ვერსიაც კანის ტიპის, ასევე დროისა და ბიუჯეტის მიხედვით.


– "თმას რაც შეეხება არ ვუვლი განსაკუთრებულად. შამპუნი + კონდინციონერი და შეშრობისას ვიყენებ არგანის ზეთს. ხშირად არ ვისწორებ / ვიხვევ დაზიანების თვიდან ასაცილებლად, თუმცა არის მომენტები როდესაც საჭირო ხდება დამცავი ზეთების გამოყენებაც. აქაც მაქვს ოქროს წესი 3–4 დღეში ვიბან თავს ცვენის თავიდან ასაცილებლად და თმის გამოშრობისგან დასაცავად."

გოგოებო გირჩევთ რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავებს, კანსა და თმას, სწორედ ასეთი რუტინა და ზრუნვა სჭირდება ყველაფერს რომ ლამაზად გამიყურებოდეთ. ამიტომ იცოდეთ, რომ სახის კანი და თმა თქვენზე ძალიან ბევრს ამბობს.

ანის ინსტაგრამ გვერდი – https://www.instagram.com/anixavtasii/

 
 
 

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page