top of page

Erno Laszlo - ერნო ლაზლოს თავის მოვლის საშუალებები.





ბრენდი ERNO LASZLO-ს ისტორია XX საუკუნის 20–იანი წლებიდან იწყება. მაშინ როდესაც უნგრეთის პრინცესას სტეფანის ჰქონდა აკნე, რომლითაც წლების განმავლობაში იტანჯებოდა, დოქტორმა ერნომ სპეციალურად მისთვის შექმნა ფორმულა 3–1, რამაც ნამდვილად გაამართლა. ამის შემდეგ პრინცესას აკნე აღარ აწუხებდა.


ერნომ 1927 წელს გახსნა მისი პირველი ინსტიტუტი, სადაც ყველას ინდივიდუალურად ემსახურებოდა. მის პროდუქციას მოიხმარდნენ ჰოლივუდის მსახიობები, ასევე ჩვენთვის ყველაზე ცნობილი და საყვარელი ოდრი ჰეპბერნი და მერლინ მონრო. სწორედ მისი დამსახურებით გამოიყურებოდნენ ისინი ასე ლამაზად. "ჩემი სილამაზის 50%–ს დედაჩემისაგან ვფლობ, დანარჩენ 50%–ს კი ერნო ლაზლოსგან" – ოდრი ჰეპბერნი.


დოქტორი ერნო იყო პირველი, რომელმაც შეიმუშავა სახის მოვლის რუტინა. ზოგიერთს ინდივიდუალურ რუტინასაც უდგენდა, მაგალითად მერლინ მონროს.


"Erno Laszlo" – დღესაც აღიარებული ბრენდია, მისი მომხმარებლები ისევ ცნობილი ადამიანები არაინ, საბედნიეროდ ახლა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია გახდა. ბრენდით დაინტერესებულები არიან ისეთი ცნობილი ჟურნალები, რომლებიცაა : Vogue, WWD, Cosmopolitan, Allure, Forbes, The wall street jougnal და სხვა.


დღეს ლაზლოში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი თავის მოვლის საშუალება: მასკები, კრემები, გამწმენდები, დამატენიანებლები და სხვა თვალისა თუ სახის მოვლის პროდუქტები. ისინი არის ყველა ტიპის კანისთვის, უამრავი საჭირო ინგრედიენტებით. ფასები საშუალოდ 30$–დან 200$–მდე მერყეობს.


Erno Laszlo - ს ოფიციულური ვებგვერდი – https://www.ernolaszlo.com/ ინსტაგრამ გვერდი – https://www.instagram.com/ernolaszlonyc/

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page